საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი გახდა.
მიშა ფეიქრიშვილი თანამდებობაზე ნინო გიორგობიანს ცვლის, რომელიც მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ გახდა.
„წარმატებები მიშას ურთულეს, მაგრამ საინტერესო საქმეში. ბევრი კარგი ამბები და დღეები. დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ადგილს მიშას ვაბარებ“, – წერს მთავრობის სტრატკომის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.