მთავრობის ფეისბუქ გვერდზე მოქალაქეებს სიტყვა “რუსეთის” დაწერის გამო ბლოკავენ

საქართველოს მთავრობის ფეისბუქ გვერდზე მოქალაქეები რუსეთის კრიტიკის ან ხსენების გამო იბლოკებიან. საქმე ეხება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას. ღარიბაშვილი 1921 წლის 25 თებერვალს “ტრაგიკულ მოვლენას” უწოდებს და არ ახსენებს არც რუსეთს და არც საბჭოთა კავშირს.

მოქალაქეები იბლოკებიან ისეთი ფრაზების დაწერის გამო როგორებიცაა : “რუსეთი მტერი და ოკუპანტია!”;  ”რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა!”;  ”რუსეთი დამნაშავეა!”;  ”რუსეთი მკვლელია!”  და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა დღეს იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკო, თუმცა ადგილი ისე დატოვა, რომ კომენტარი არ გაუკეთებია.