მთავრობის ცნობით, საქართველოში წარმოებულმა უპილოტო დრონებმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელეს

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოში წარმოებული ქართულ-პოლონური საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების საცდელი ფრენა წარმატებული იყო.

FLYEYE-ის უპილოტო საფრენი სისტემა მძიმე მეტეოროლოგიურ და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში, ყველა კლიმატურ ზონაში მაღალი სიზუსტის ამოცანების შესასრულებლად არის შექმნილი. სისტემა ფარული დაკვირვების შესაძლებლობებსა და სისტემაში მიღებული მონაცემების ანალიზს უზრუნველყოფს რეალურ დროში, დღისით და ღამით.

WARMATE-ი კი საბრძოლო ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც აქვს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. ის გამოიყენება პოლონეთის არმიაში და აგრეთვე ნატოს წევრი სხვა და არაწევრი მომხმარებლების მიერ, სადაც რეგულარულ არმიასა და სპეციალურ ძალებში იყენებენ.

“ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან ერთად, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის – „კრწანისის“ ახალ სასადილოში ჯარისკაცებთან ერთად ისადილა”.-აცხადებს პრესსამსახური.