“იცით, რომ ამ პროექტის განხორციელება 2021 წელს დავიწყეთ და ვფიქრობ, როცა დასრულდება, ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იქნება. 2023 წლის ბოლოსთვის სამუშაოები დასრულებული იქნება და საბაგირო მგზავრებს ჩვეულებრივად მოემსახურება.
მთაწმინდის ფერდზე ახალი სადგურის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. გარკვეული სირთულე იყო, რის გამოც რამდენიმე ოჯახის გასახლება მოგვიწია, რათა სამუშაოები უსაფრთხოდ ჩატარებულიყო და შემდეგ ექსპლუატაციაში შესვლისას რამე პრობლემა არ შექმნილიყო ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის.
პროექტის დასრულების შემდეგ ოთხი წუთში იქნება შესაძლებელი მთაწმინდიდან ჩამოსვლა რუსთაველზე და პირიქით. ერთი საათის განმავლობაში საბაგირო დაახლოებით 1 100 მგზავრს მოემსახურება”,
აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.