“მთლიანად ვეთანხმები. უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე!”, – ასე ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძის განცხადების განმარტებას.
დღეს გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, პროცესი ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ, რასაც მისივე თანაგუნდელების და სხვა ოპოზიციური პარტიების კრიტიკა მოჰყვა.
ამის შემდეგ მან განმარტება გაავრცელა და თქვა, რომ მოქალაქეებმა პროტესტი უნდა გააგრძელონ, ოპოზიცია კი, თუ ქართულ ოცნებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, პარლამენტში არ უნდა შევიდეს.