კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ მიესალმება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ არ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს.
“მივესალმები ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან კვლავ დაადასტურა, რომ არ მოხდება მესამე პრეზიდენტის შეწყალება, ვინაიდან მას დანაშაულები აქვს ჩადენილი, ეს დადასტურებულია შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებებით და როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, დამნაშავემ უნდა მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც აქვს მისჯილი. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ზედმეტი შეფასებები და კომენტარები ამ საკითხს აღარ სჭირდება და ყველა უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ როდესაც სჩადი დანაშაულს, იქ არის უკვე კანონით გათვალისწინებული სასჯელიც”,– ამბობს წულუკიანი.
გუშინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კვლავ თქვა, რომ მესამე პრეზიდენტს არასდროს შეიწყალებს.