შეერტებული შტატები ვროპელი მოკავშირეების ნაბიჯებს, რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვასთან დაკავშირებით, მიესალმება. ამის შესახებ განცხადება, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა გაავრცელა.
“ჩვენ მივესალმებით ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების ნაბიჯებს, რათა შეამცირონ დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ გაზზე ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციისა და მოხმარების შემცირებით, ჩვენი საერთო კლიმატის მიზნების შესაბამისად”. – განაცხადა პრაისმა.