მივიღეთ გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს,- ამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ერთ-ერთი მთავარი ინტერესია მეტი ტურისტის ჩამოსვლა და ჩინეთთან ეკონომიკური ინვესტიციების განხორციელება.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. ჩვენ შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება, წამახალისებელი იქნება, მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში.
მინდა ვთქვა, რომ ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ითვლებიან, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტები. ევროპაში, ამერიკაში ყველგან. ჩვენ პირდაპირი ფრენებიც გვაქვს, მქონდა, ჩინეთის პრემიერთან ტურიზმზეც და ფრენებზეც საუბარი”, – თქვა ღარიბაშვილმა.