”ახლოვდება ახალი წელი და მუნიციპალიტეტმა დაიწყო მზადება ამ მიმართულებით, დავიწყეთ დედაქალაქის ქუჩების მორთვა. მინდა მივმართო ბიზნეს სექტორს, ძალიან დიდია ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს მათი ჩართულობა, ბევრი წერილი მოდის, ბევრი თხოვნა მოდის კონკრეტულ ლოკაციებთან დაკავშირებით, რომ მათ შეძლონ ამ სივრცეების გალამაზება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, გვერდში დაგიდგებით, დაგეხმარებით და თქვენ ჩვენ დაგვეხმარებით, რომ ქალაქი გავალამაზოთ. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ბიზნესსექტორს, რომ იაქტიურონ, ერთად გავალამაზოთ, მოვრთოთ ჩვენი ქალაქი.”
ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ უნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.