”მინდა, მივმართო იმ რუს სამხედრო პირებს, რომლებიც ხერსონში და სამხრეთის სხვა ქალაქებში დატოვეს. თქვენი ხსნის ერთადერთი გზა უკრაინის ტყვეობაში ჩაბარებაა. ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოგექცევიან. ასევე, იმ რუს ჯარისკაცებს, რომლებმაც სამოქალაქო ტანსაცმელი გადაიცვეს და სადღაც იმალებიან, მინდა, ვუთხრა – დამალვას აზრი არ აქვს, ჩვენ ყველა შემთხვევაში გიპოვით, ნუ გააჭიანურებთ. უკრააინის ნებაყოფლობითი ტყვეობა არის ყველა ოკუპანტის ერთადერთი გამოსავალი.”

აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.