“მიზანმიმართულად მომივარდა, სამაგიეროდ, მიიღო საკადრისი პასუხი” – წერს ამის შესახებ, “ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი.
”უკვე ძალიან მეცოდებიან ოპოზიციური ტელევიზიები, საკუთარი ნიუსების პოპულარიზაციისთვის ხმამაღალი ჰედლაინების კეთება რომ უწევთ – „ნინო წილოსანს მონა ეძახეს“
არ გაინტერესებთ ვინ იაქტიურა ამჯერად?! ნათია ლეთოდიანმა, რომელიც ვითომ შემთხვევით მოხვდა იმ ადგილას, სადაც მე ვიმყოფებოდი. ის გახლავთ “დროას” პოლიტ საბჭოს წევრი, ცნობილი აქტივისტი, აგრესორი და ზიზღის გამავრცელებელი. რა თქმა უნდა, იცოდა თავისი ბელადი ლაკასგან, რომ ამ შეხვედრაზე ვიქნებოდი და სწორედაც, რომ მიზანმიმართულად მომივარდა. სამაგიეროდ, მიიღო საკადრისი პასუხი და სამომავლოდაც, ყველა შემთხვევაში აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს.
ისე, აჯობებს საკუთარ უფროსს მიუვარდეს, რუსული რუბლებით რომ იკვებება”. – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების დეპუტატს, ნინო წილოსანს პროტესტით დახვდნენ და მონა უწოდეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მმართველი პარტიის დეპუტატები მერიოტში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შესახვედრად იყვნენ მოსული. მოქალაქე ნათია ლეთოდიანმა წილოსანს უთხრა, რომ მას “რუსეთში ცხოვრება სიამოვნებს”, რაც თავისუფალი ადამიანებისთვის ტრაგედიაა.