“მიზეზი ადამიანური შეცდომაა “- ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დაუბალანსებელი ოქმები საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე დაფიქსირდა ხოლო ამის მიზეზად “ადამიანური შეცდომას” ასახელებს.
“არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ოპოზიცია იყენებს დაუბალანსებელ ოქმებს, ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ დაუბალანსებელი ოქმები საქართველოში ჩასატარებელ ყველა არჩევნებზე ფიქსირდებოდა, რისი მიზეზიც ადამიანური შეცდომაა. ყურადღებას გავამახვილებთ იმ გარემოებაზეც, რომ ამგვარი ხარვეზები, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი პარტიისა და კანდიდატების საზიანოდ ფიქსირდება”, – განაცხადა კობახიძემ.