„შეიძლება ვახსენოთ გვარამიას უდროო და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დაკავება, როცა უკვე ვიცოდით, რომ ეს საკითხები დადგებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მე კი მითხრეს, სასამართლოს დროულობა არ ახასიათებსო, მაგრამ პოლიტიკას – კი. ჩვენ თუ გვინდა შედეგიანი პოლიტიკა, ყველაფერზე დროულად უნდა ვიფიქროთ.
ასევე, აჩქარებული წესით მიყურადების კანონში ცვლილებების შეტანა – ეს ყველაფერი გარედან როგორ იკითხება. იკითხება ისე, რომ ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია ისე, რომ დიდად არ ვანიჭებთ არანაირ მნიშვნელობას ევროკავშირის რეაქციებს, არ ვაჩვენებთ ჩვენს პოლიტიკურ ნებას, რომ ამ მიმართულებით ვიაროთ და შეიძლება, სხვა რამე გვაინტერესებდეს“
ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.