ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე “რიონის ხეობის მცველებს” მიკერძოებულებს უწოდებს.
მისი აზრით, კომპანიასთან ხელშეკრულება გადასახედია.
“მის მეგობრებს ვუთხარი, რომ 88 წლიდან მე ვხედავ ამ ქუჩის აქციების შედეგებს, სიკეთე არ მოაქვს არასდროს. კი მესმის, იქ ქალბატონი მინისტრი არასწორად მოიქცა და დატოვა შეხვედრა და უტაქტო იყო ეს, მაგრამ ამით არ უნდა ისარგებლო და აყარო მაგიდა…
ისინიც სუბიექტურები არიან, მიკერძოებულები არიან. თავიდან კატასტროფაზე ლაპარაკობენ, მაგრამ რეალურად დღეს ლაპარაკია იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც სავარაუდოდ, ჩემი აზრია ეს, გადახედვას მოითხოვს”,- ამბობს მეუფე იოანე.