“მიმართეთ ხელისუფლებას” – პრეზიდენტის პასუხი გვარამიას შეწყალებაზე

“მიმართეთ ხელისუფლებას” – ასე პასუხობს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.

ამ წუთებში, რიყის პარკში პრეზიდენტის მიერ დაანონსებული აქცია მიმდინარეობს.

სალომე ზურაბიშვილს კითხვა იმპიჩმენტის შესაძლო მოთხოვნაზე დაუსვეს, რაზეც პრეზიდენტმა მედია ისევ ხელისუფლებასთან გადაამისამართა და თქვა: “არ ვიცი, მთავრობას ჰკითხეთ”.