“სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში მიდის განხილვა სანქციების დაწესების შესახებ. არსებობს ორი ვარიანტი: პირველი – სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებიდან ერთ-ერთია აშშ-ს ტერიტორიაზე მყოფი ანგარიშების გაყინვა, რაც, შესაძლოა, ფინანსთა დეპარტამენტმა სხვა სამინისტროებთან ერთად განიხილოს;
მეორე – შეზღუდვა მოგზაურობაზე. თუ თავად ივანიშვილი არ მოგზაურობს აშშ-ში, მას ჰყავს შვილები, რომლებიც ამას აკეთებენ. ბოლო წლებში საუბარია იმაზე, უნდა მოუხსნან თუ არა შვილებს აშშ-ში მოგზაურობისა და განათლების უფლება. თუ ივანიშვილი თავად არ მოგზაურობს აშშ-ში, მას ჰყავს შვილები, რომლებიც მოგზაურობენ. იყო საუბარი იმასთან დაკავშირებითაც, რომ მის შვილებს ჩამორთმეოდათ შესაძლებლობა აშშ-ში მოგზაურობისა და სწავლისა. ვფიქრობ რომ ეს მას ივანიშვილს უნდა აღელვებდეს.არიან სხვებიც, ვინც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებშიაან ჩართული და მასთან ძალიან ახლოს არიან. სანქციების დაწესება მათთვისაც შეგვიძლია, როგორც ცალკე ინდივიდებისთვის. ასეთი სანქციები კონკრეტულ ადამიანებზეა გათვლილი და ჩვენ არ ვსაუბრობთ მთელი საქართველოს საზოგადოებისა და მთელი მთავრობისთვის სანქციების დაწესებაზე.”- განაცხადა კრის სოჩამ.