“ნატო-საქართველოს სწავლება 2022-ის ყველა საფეხური დაგეგმვიდან შეფასების პროცესამდე ჩვენი სამხედროების მიერ ხორციელდება ნატოს სტანდარდებით მიხედვით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ჯარის და ამ შემთხვევაში მისი მართვის რგოლის მაღალ კვალიფიციურობასა და პროფესიონალიზმს. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი და სისტემური თავდაცვის პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანიცაა გვყავდეს საუკეთესო მომზადების, თანამედროვე, ძლიერი ჯარი, რომელიც ეფექტურად დაიცავს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას. მინდა ამაყად ვთქვა, რომ დღეს ჩვენი ჯარი არის ძლიერი და ნატოსთან ურთიერთთავსებადი მეტად, ვიდრე ოდესმე.”

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს სწავლება 2022-ის ფარგლებში საპატიო სტუმრების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.