ქართველი პოეტი რეზო ამაშუკელი პარტიის შექმნას აანონსებს. მისი თქმით, პარტიის ხელმძღვანელობის პოსტზე კონსულტაციებს მართავს მომღერალ გია სურამელაშვილთან და ტელეწამყვან გია ჯაჯანიძესთან.
“მინდა, პარტიის თავმჯდომარე იყოს გია სურამელაშვილი, გენერალური მდივანი – ჩვენი ჯაჯო, რომელსაც როდის უმღერა რეი ჩარლზმა, როდის განჭვრიტა, რომ ამხელა პიროვნება დაიბადებოდა საქართველოში და რასაკავირველია მე, ჯაჯოს მოადგილე [ვიქნები].
დარწმუნებული ვარ, მაგას ქართველობაში და ვაჟკაცობაში… ამიტომ ვაანონსებ, ძალიან მალე ჩვენ შევაზანზარებთ ქართულ პოლიტიკას! “ჩერეზჩუ” შიგ შევაზანზარებთ”,– ამბობს რეზო ამაშუკელი ვიდეომიმართვაში.