“მინდოდა, გვერდით გამეწია, ვერ მოვზოგე, ბოდიში” – აცხადებს ”იმედის” ოპერატორი ნიკოლოზ წეველიძე რომელმაც “მთავარის” ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ხელი ჰკრა.
“ძალიან ვწუხვარ ვივამედთან მომხდარი ფაქტის გამო. 20 წელია, რაც ამ საქმეს ვემსახურები და მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია. ადგილზე ტელევიზიები ვმუშაობდით პირდაპირი ეთერის რეჟიმში, რა დროსაც მთავარი არხის ჟურნალისტის ჩართვის გამო, ხელი შეგვეშალა მუშაობის პროცესში. ყველა ვეუბნებოდით კადრიდან გაწეულიყო. ამის შემდეგ მინდოდა უბრალოდ გვერდით გამეწია ვერ მოვზოვე და ხელი ვკარი. პირდაპირი ეთერის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან უხეშად გამომივიდა და კიდევ ერთხელ ვწუხვარ ამის გამო. რაც შეეხება უკვე კადრს მიღმა განვითარებულ მოვლენებს, ამაზე თავის მართლებას ვერ დავიწყებ და ბოდიშს ვიხდი კიდევ ერთხელ”, – წერს ის.
ცნობისთვის, დღეს, 14 დეკემბერს მან პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ”მთავარი არხის” ჟურნალისტს ნატაშკა ჯახუტაშვილს ხელი ჰკრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.