“ჩვენ 6 თვის განმავლობაში შევიმუშავეთ თითოეული უწყების მიმართულებით სექტორული განვითარების გრძელვადიანი გეგმები ჩაშლილი ყოველწლიური კონკრეტული ხედვებით. ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს, 2030-ში, მანამდეც, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველწლიურად გვექნება, ვაჩვენებთ პროგრესს, მინიმუმ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მთავარი გამოწვევა, მთავარი სირთულე, რისი დაძლევაც წინა მთავრობებმა ვერ შეძლეს, ეს არის ჩვენი ამბიციაც, ეს არის ჩვენი მოტივაცია, ეს უნდა შევძლოთ – უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, უმუშევრობა, მეტი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, მეტი კეთილდღეობა იყოს და ამისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სტაბილურობა და გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში უზრუნველყოფილი და გარანტირებულია”
ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.