ყველა მისამძიმრებს და ეს უკვე მაბრაზებს – წულუკიანი კულტურის მინისტრად დანიშვნაზე

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალად დანიშნულმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მას თანამდებობას ყველა უსამძიმრებს, რაც აბრაზებს.

„ეს იყო ჩემი სურვილი, ვისაუბრეთ გუნდში, გვქონდა პოლიტიკური კონსულტაციები და დადებითად დასრულდა. ჩემთვის უჩვეულოა ადამიანების რეაქციები. როცა ადამიანი სადღაც ინიშნება, ულოცავენ ხოლმე, მაგრამ მე ყველა მისამძიმრებს და ეს უკვე ცოტა მაბრაზებს.

მეუბნებიან: „შენ ესენი პატიმრები არ გეგონოს, ესენი (კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები) უფრო რთული ხალხია“. ამ დროს, სულაც არ მგონია, რომ პატიმრები რთული ხალხია. ამიტომ, უკვე ღიმილით ვუყურებ სამძიმარნარევ მოლოცვებს, მეუბნებიან: „შენ ამას ვერ იზამ, ამდენი წელია, ისინი ყველა მინისტრს სისხლს უშრობდნენ“. ბოლოს, ეს ყველაფერი გადადის ხუმრობებში“ – თქვა წულუკიანმა იმედის ეთერში.