ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა მერის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ნაციონალური მოძრაობის წევრს, გია ხარჩილავას.
მისი თქმით, პროექტების განხორციელებაში ხარჩილავას მხარს დაუჭერს.
“მე ასევე მინდა მივულოცო ჩვენს ოპოზიციას, ქალაქ წალენჯიხაში, გიორგი ხარჩილავას. მას უყვარს ეს რაიონი. სანამ ბატონი გიორგი გიქნება წალენჯიხელების ინტერესების გამტარებელი, ჩათვალოს რომ მის გვერდში ვარ, ყველა იმ პროექტში, რაც ჩემი წალენჯიხელების ინტერესებს დააკმაყოფილებს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ჩვენ არ ვართ ჩასაფრებულები, პირიქით, ვინც საქმეს გააკეთებს, არჩევნების შედეგად მოპოვებული მანდატის ღირსეულ შესრულებას დაიწყებს, ჩვენ მის გვერდით დავდგებით, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა”,– განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, სადაც მერი ოპოზიციის კანდიდატი გახდა.