საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე მიესალმება პრემიერის ინიციატივას, რომ ონლაინ კაზინოებს ჯერ გადასახადი გაეზარდოთ, შემდეგ კი ისინი საერთოდ აიკრძალოს.
მისი თქმით, “სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად”.
“ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რელობად ქცევა წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. 25 წლამდე ახალგაზრდების დაცვა გემბლინგის სენისაგან შედეგს მყისიერად გამოაჩენს. 20-25 წლამდე ასაკის დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა უკანასკნელი წლების განმავლობაში მზარდი ტემპით კლებულობდა, ხოლო იგივე ასაკის ადამიანების სათამაშო ბიზნესში ჩართულობა – იზრდებოდა.
მისასალმებელია აზარტული თამაშების რეგულაციისაკენ გადადგმული პრემიერის ეს ნაბიჯი. იმედია დროთა განმავლობაში სხვა დამცავი მექანიზმების ჩართვაც შესაძლებელი გახდება, რაც დაიცავს ჩვენს ახალგაზრდებს და ზოგადად ოჯახებს ამ სენისაგან”,– წერს ჯაღმაიძე
დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გეგმავენ პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას, შემდეგ კი მის აკრძალვას.