მეუფე ანდრიამ გახელაძის გათავისუფლებისთვის რუსეთს მადლობა გადაუხადა

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის “რუსეთის მხარეს” მადლობა გადაუხადა.

“მინდა, მივულოცო გახელაძეების ოჯახს, მალე სახლში იქნება ყველას. მადლობა მინდა მოვახსენო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში – საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩართული იყო საქართველოს ეკლესია და კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. ასევე, დავამატებ, რომ მინდა, მადლობა გადავუხადო რუსეთის მხარეს, რომელმაც გაითვალისწინა ეს ერთობლივი ჩართულობა. ოსურ მხარესაც, რომელმაც შეწყალების ფორმით ზაზა გახელაძე გაათავისუფლა”,– თქვა სასულიერო პირებმა გახელაძის გადმოცემის შემდეგ.

უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა დღეს შეიწყალა. ის უკვე სახლში იმყოფება.