“მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მთავარი თემა იყო, ჩვენი აქ [მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე] ყოფნა და ჩვენი ხმა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, იმიტომ, რომ ჩვენთვის უცხო არ არის ეს გამოწვევა. ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ოკუპაცია, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გამოცდილების გაზიარება, საუბარი და ჩვენი პერსპექტივიდან დანახული სიტუაციის განმუხტვის გზები. ამიტომ, ყველა ორმხრივი შეხვედრა, როგორ პრემიერმინისტრის, ისე ჩემი შეხვედრები, მიეძღვნა ამ თემატიკას.
გარდა ამისა, ჩვენ შევძელით და პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მრავალი შეხვედრა ეკონომიკური მიმართულებით. მოგეხსენებათ, ეკონომიკური განზომილება ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი დიდი კომპანიის წარმომადგენელია აქ ჩამოსული და მათთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრები შედგა. ვხედავთ, რომ ქვეყნის განვითარება, საქართველოს მიმზიდველობის გაზრდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვის, რომ გარე საფრთხეები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და ქვეყნის, როგორც წარმატებული ფუნქცია, მიმზიდველობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში წარმოვაჩინეთ”
თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა IPN-ის ცნობით.