“ხელი მაინც ჩამოერთვა ზელენსკისთვის ბიძინას ბიჭს მიუნხენში…
არ ეცალა… არც რომელიმე დასავლელ ლიდერთან შესახვედრად.
მაგ საქმეზე არ გაუგზავნია იქ უფროსს. კრიპტოვალუტა, საუდის არაბეთში ბიზნეს ინტერესები და სხვა საქმეები აქვს დასალაგებელი”
წერს ლელოს წევრი სალომე სამადაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელიც დავით ზალკალიანთან ერთად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფებოდა. საგარეო მინისტრის ცნობით, ღარიბაშვილმა მრავალი შეხვედრა გამართა დიდი კომპანიების წარმომადგენელებთან. თავად პრემიერს კონფერენციის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.