მიუღებელია ულტიმატუმის ტონი, მოლაპარაკებები უნდა იყოს რეალური და ადეკვატური – პოდოლიაკი

“მიუღებელია ულტიმატუმის ტონი, მოლაპარაკებები უნდა იყოს რეალური და ადეკვატური”-  ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„ცხადია, ჩვენ არ მივიღებთ არანაირ ულტიმატუმს, განურჩევლად იმისა, რას არ უნდა შეეხებოდეს ისინი. ჩვენს უკან ათობით მილიონი უკრაინელი დგას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვის ნებისმიერი ულტიმატუმის უკან ათობით მილიონი რუსი იდგეს. ეს მხოლოდ პროპაგანდისტული მითებია. ჩვენი პოზიცია მარტივია: მოლაპარაკებები უნდა იყოს რეალური და ადეკვატური. ეს მათ არსებითად აქცევს და არსებით მოლაპარაკებებში მიუღებელია ულტიმატუმების ტონი. რაც უფრო მალე დათანხმდება რუსული მხარე ამას, ნაკლები დანაკარგი ექნება უპირველეს ყოვლისა რუსეთს ამ ომის შედეგად“ – განაცხადა პოდოლიაკმა.