დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 60 პაციენტია მოთავსებული, მათი დიდი ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულია. ამის შესახებ ჰოსპიტალის კოორდინატორმა რევაზ კუჭუხიძემ განაცხადა.
„ამ დროისთვის საველე ჰოსპიტალში 60 პაციენტია. საშუალო სიმძიმის და ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები არიან. ერთი პაციენტის რეფერირება მოხდა ჰოსპიტალში მისი თანხმლები დაავადებების გამო. მიღებას ვაგრძელებთ. ერთ პაციენტს კიდევ ველოდებით. პროპორციულად არის პერსონალი. ჯერჯერობით აქედან არავის გადაყვანა არ იგეგმება. ძირითადად, საშუალო ასაკის პაციენტები არიან“, – თქვა კუჭუხიძემ პირველი არხის ცნობით.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 48 ადამინი გარდაიცვალა, დადასტურდა 3803 ახალი შემთხვევა, ხოლო 5332 ადამიანი გამოჯანმრთელდა.