30-40 პოლიციელი შემოვარდა შტურმით, მოიტაცეს მიცვალებული – წერეთელი

TV პირველის ხელმძღვანელი ვატო წერეთელი ამბობს, რომ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ცხედარი სახლიდან სამართალდამცავებმა გაიტაცეს.

“ამ სახელმწიფოს მიდგომებიც აღარ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის, რაც აქ ჩვენ ვნახეთ. დედა, რომელიც ემოციურ ფონზეა, ან დალაპარაკებოდნენ, ან აეხსნათ რამე, ასეთი შტურმი და სპეცოპერაცია მიცვალებულის გატაცების, მე არ მსმენია არსად.

30-40 პოლიციელი შემოვარდა, შტურმი მოაწყვეს, ჩააგდეს ეს ბავშვი პარკში, ჯერ ლიფტში შეიყვანეს, გაჭედეს, მერე კიბეებზე ათრიეს და მოიტაცეს მიცვალებული საწყალი ბავშვი, წარმოუდგენელი ხდებოდა.

პასუხისმგებლობა ეკისრება ირაკლი ღარიბაშვილს და ქართულ ოცნებას”,– ამბობს ვატო წერეთელი.

ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, რომელიც 5 ივლისს პუტინისტებმა სასტიკად სცემეს, დღეს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მას ექსპერტიზა უტარდება.

შსს-მ ლაშქრავას გარდაცვლებაზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.