“მიწა გათხარე და შიგ ციცხლად ჩაწექი მკვლელი შვილი რომ გაზარდე” – გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის და, ანა შაქარაშვილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულ ვახტან ჩიქოვანის მშობლებს მიმართავს.
“თქვე არაადამიანებო ერთადერთი უდანაშაულო ადამიანი რომელიც წყეულ დაბადების დღეზე იმყოფებოდა იყო ჩემი ძმა, რომელიც დღეს მიწაში წევს ! და თქვენ ისიც არ გინდათ რომ თქვენმა მკვლელმა შვილებმა სასჯელი მოიხადონ !!! N1 დამნაშავეა შენი შვილი ვახტანგ ჩიქოვანი და 17 წელი ციხის იატაკის ხეხვას ვერ აცდება !!! ამდენ არაფრის მომტან წივილს მიწა გათხარე და შიგ ციცხლად ჩაწექი მკვლელი შვილი რომ გაზარდე !!!”- წერს ანა შაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრალდებული ვახო ჩიქოვანის ტელეფონიდან გამქრალია მასალები, რომლის აღდგენა საქართველოში ვერ ხერხდება ფაილების აღსადგენად კი საქართველო ისრაელს მიმართავს.