როდესაც ჩამოვედი, დავინახე ასეთი ძლიერი სულისკვეთება ქართველი ხალხის, 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არამარტო რიცხვია, მე ძალიან მიხარია, რომ ვხედავ, ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოს და თბილისის ქუჩებში, უნდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ბრიუსელში.

თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.