“ქართული ოცნების” დეპუტატი და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს. ამის შესახებ მან “მთავართან” განაცხადა.
“რომ მივიღოთ გადაწყვეტილება უნდა გადავიყვანოთ, თუ ადგილზე მოვემსახუროთ, ამიტომ უნდა შევიდეთ და არა იმიტომ, რომ მე მენატრება იმ სივრცის მონახულება” – აცხადებს ხუნდაძე
ცნობისთვის, ერთი საათის წინ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა გონება დაკარგა და წაიქცა.