მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს „ვივამედიდან“ დისტანციურად ერთვება

მესამე პრეზიდენტი მისივე პროცესს ვივა მედიდან დისტანციურ რეჟიმში ერთვება. ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მისი გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების სხდომას ესწრება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეებს დაკითხავენ.

სხდომას ესწრებიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები. პროცესზე იმყოფება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილიც.