მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ადვოკატები შევიდნენ.
ნიკა გვარამია, ბექა ბასილაია და დიმიტრი საძაგლიშვილი ჟურნალისტებთან განცხადებებს პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთებენ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს.