მიხეილ სააკაშვილს მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს – განაცხადა საქართველოს მესამე პრეიზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ.
“დარწმუნებული ვარ, რასაც “ვივამედის” ექიმები აცხადებენ იმას გაიმეორებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. იტყვიან, რომ ადაპტაციური აშლილობა და სტრესი აქვს. მათ პოზიციას საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელოდება სასამართლო პროცესზე, მინდა თავშივე გავაფრთხილო”,- აღნიშნავს ხაჭაპურიძე.
მან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს.
“რამდენიმე თვის წინ დაეწყო ტკივილები. მარცხენა ხელი ატროფირებული, პრობლემები აქვს და გაუსაძლისი ტკივილები. გამაყუჩებლებს აძლდევდნენ, ახლა კი დაიწყო კვლევა. დაველოდოთ შედეგებს”,- აღნიშნავს ხაჭაპურიძე.