”მკვლელობის ტოლფასი იქნება” – ამის შესახებ, უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მე არ ვიცი რატომ ამბობენ ექიმები, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. მე მქონდა შესაძლებლობა 3 დღის განმავლობაში მენახა ის და დღეს ის უარესადაა. დასივებული აქვს სახე და ტანი. გამონაყარი აქვს კანზე ნერვიული მდგომარეობის გამო, აქვს ხედვის პრობლემები, დაუვარდა ჰემოგლობინი, სუსტადაა. მე ვამჩნევ რომ ის ცუდადაა. რა თქმა უნდა, ის საწოლიდან დგება, თუმცა გადაადგილებაზე საუბარი ზედმეტია. სერიოზულად უნდა განვიხილოთ მისი მაჩვენებლები. მე პროგრესი ვერ დავინახე და ეს ყველაფერი მაშფოთებს. ძალიან საშიში ინფორმაცია ვრცელდება, რომელმაც ჩემამდეც მოაღწია, რომ უახლოეს კვირებში სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა სურთ. ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად მიმაჩნია. ეს გადაწყვეტილება მკვლელობის ტოლფასი იქნება მიხეილ სააკაშვილისთვის, იმიტომ რომ ადამიანი ძალიან სუსტადაა და მას მუდმივი მონიტორინგი სჭირდება“, – მედიასთან განაცხადა ლიზა იასკომ.