” მმართველ პარტიას გავრილოვის ღამის ერთ-ერთი “შემოქმედი” ჩაუდგა სათავეში “-ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა სერგო ჩიხლაძემ ფორმულანიუსის ეთერში განაცხადა.
“კიდევ ერთხელ დავინახეთ, რეალურად ვის ხელშია ხელისუფლება, ვინ არის მმართველი პარტია, ვინ ხელმძღვანელობს, ვინ ჩაუდგა სათავეში – ადამიანი, რომელიც იყო გავრილოვის ღამის ერთ-ერთი “შემოქმედი” და დამნაშავე, რის გამოც ის საერთოდ გაუშვეს თანამდებობიდან. ისევ ეს ადამიანი მოიყვანეს მთავარ მმართველ ფიგურად. მგონი ქართული ოცნების ძალიან ალალ მხარდამჭერსაც კი ვერ წარმოუდგენია, რომ ბატონი კობახიძე ცდილობს ან გამოდის, რომ კრიზისი მოაგვაროს ამ ქვეყანაში. ან ვინმეს წარმოუდგენია, თეა წულუკიანი როგორ აგვარებს დამოუკიდებელი სასამართლოს საკითხებს? ან ბატონი სუბარი, ბატონი ღარიბაშვილის – ვინმეს წარმოუდგენია ეს ადამიანები როგორც რამის მომგვარებლები? როგორც ქვეყნის განვითარების სტრატეგები? რა თქმა უნდა არა.”- განაცხადა ჩიხლაძემ.