რესურსებში უთანასწორობამ, მმართველობაში ყოფნამ სასწორი ოცნებისკენ გადახარა – ასე აფასებს, OSCE/ODHIR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ალბერტ იონსონი საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას.
“კამპანია კონკურენტული იყო და მთელ ქვეყანას ფარავდა, მან დაჩრდილა ადგილობრივი საკითხები. ზოგადად კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება, მაგრამ იყო ჩივილები დაშინებასთან და ზეწოლასთან დაკავშირებით. მწვავე უთანასწორობამ რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში ყოფნის უპირეტასობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი.” – თქვა იონსონმა.