“მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა ასეთ დროს, ჩვენ გვინდა ვნახოთ ერთიანობა”- აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.
”მივესალმებით საქართველოს განცხადებებს გაეროში, ეუთოში და სხვა საერთაშორისო პლატფორმებზე. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა ასეთ კრიტიკულ დროს, ჩვენ გვინდა ვნახოთ ერთიანობა. ეს არის შესაძლებლობა, გვერდზე გადავდოთ პოლარიზება და გავერთიანდეთ იმ საკითხის გარშემო, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, მთელი რეგიონისთვის და ევროატლანტიკური გაერთიანებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ გაგრძელდება მხარდაჭერა ისე, როგორც ვნახეთ ეს საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან სანქციების შესრულებასთან დაკავშირებით, ამ ფონზე არის მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყნები უფრო მეტს გააკეთებენ.” – აცხადებს, დეგნანი