ბლოგერი გურამ შეროზია საქარველოს მესამე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ საქმეებს ფეისბუქ სტატუსს უძღვნის და ამბობს, რომ ის სააკაშვილის მადლობელია:
“მე-8 თუ მე-9 კლასში ვიქნებოდი, როცა მშობლებთან ერთად თბილისში მოვხვდი, მათემატიკის მორიგი შეჯიბრების ფინალში…
ჰოდა შეგხვდა ვიღაც კაცი, რომელიც უნივერსიტეტში მუშაობდა და ჩამოვარდა ჩემს ნიჭიერებაზე საუბარი, როგორ გადაჰსარევად ვსწავლობ ყველა საგანს და რომ სკოლაში კი არა – ქალაქშიც ერთ-ერთი ყველაზე ბეჯითი ბავშვი ვარ, ცოტა ხანში აბიტურიენტიც გახდება და ჩაბარების დროც მოვაო :))
ამ კაცმა ძაან კაიო, მაგრამ უნივერსიტეტში რომ ჩაირიცხო, თან ფასიანზე – ხუთი ათას დოლლარზე ნაკლები ვერაო (ეს მაშინ ძაან დიდი ფული იყო, ერთ ოთახიან ბინას იყიდდი ფოთში).
ბავშვი ვიყავი, მაგრამ სრული სიმძაფრით გავიაზრე და საშინლად მეტკინა ჩემი ლამპის შუქზე გატარებული და სწავლაზე თავგადაკლული ყოველი ღამე!
მერე მოვიდა მიშა, მოიტანა ერთიანი ეროვნული გამოცდები და 100% გრანტით ჩავირიცხე. სახლს რომ მარტო ერთ წელში სამჯერ გვიტეხავდნენ ქურდ-ბაცაცები და დედაჩემის კივილ-ტირილები ახლაც მახსოვს – ამ ამბებსაც მიშამ შეუყენა წყალი.
ქუჩაში რომ ნაფტალინა ჩა*ლევებული ბირჟავიკები დიდ გულზე იდგნენ და ფულს სთხოვდნენ ბეჯით, მშრომელ ბიჭებს (ნუ მე ბავშვი ვიყავი და ამცდა ეს *ლეობა) – ამისგანაც მიშამ გვიხსნა. ტურისტებით რომ არის სავსე ქვეყანა და ბათუმ-თელავ-ანაკლია-სიღნაღი და სხვა ქალაქები ასე რომ მეამაყება – ესეც.
ჰოდა, მოდი და არ მიყვარდეს ახლა და არ ვიყო მადლიერი… გამოვარდება მერე ვინმე ქოცი და ამიწევს ისტერიკას, რა ვქნა, ცოტა არგუმენტი მაქვს?! ან იქნებ მე გამომრჩა რამე და შემახსენოთ არგუმენტები – თქვენ რატომ უნდა გცემდეთ პატივს?“– წერს გურამ შეროზია.