მოდით, ამ სასამართლომ გადაწყვიტოს – ცქიტიშვილი ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებაზე

ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი ეხმიანება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნას. მისი თქმით, ეს საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

„ეს არის მთლიანად სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემას მიკუთვნებული საკითხი. პროკურატურამ, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო, მიმართა მეორე დამოუკიდებელ ორგანოს – სასამართლოს და მოდით, ამ სასამართლომ გადაწყვიტოს ამ შემთხვევაში, რა უნდა იყოს,“- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისათვის, გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიმართა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურა მელიას დაპატიმრებას ითხოვდა, თუმცა შემდეგ მოთხოვნა შეცვალა და სავარაუდოდ 100 ათას ლარიან გირაოს ითხოვს.