“მოემზადეთ კიევის ყველა ქუჩაზე საბრძოლველად, რუსებს მიზანში ჰყავთ ზელენსკი”- ამის შესახებ, NATO-ს ყოფილი მეთაური, ვესლი კლარკი აცხადებს. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს რეჟიმის შეცვლა სურს და მისი ვარაუდით მათი სამიზნეები, უკრაინის პრეზიდენტი და ქვეყნის ლიდერები არიან.
”რუსებმა ჩრდილოეთიდან დაიწყეს სახმელეთო შეტევები კიევის მიმართულებით. ახლა კიევი იმდენად ახლოსაა, რომ დროა და ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი, რომელმაც ახლა საომარი მდგომარეობაა გამოაცხადა, გააძლიერებს ბარიკადებს. გამოიყვანეთ სამოქალაქო დაცვა. მოემზადეთ კიევის ყველა ქუჩაზე, ყველა ბლოკთან საბრძოლველად. მჯერა, რომ რუსები მიდიან კიევში. მათ სურთ რეჟიმის შეცვლა. მათ მიზანში ჰყავთ ამოღებული პრეზიდენტი ზელენსკი და მისი მაღალჩინოსნები”.- თქვა NATO-ს ყოფილმა მეთაურმა.