მოერიდეთ ფანჯრებთან მიახლოებას, შემოდიან საჯარისო დანაყოფები! – საქართველოს საელჩო ისრაელში მოუწოდებს მოქალაქეებს არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილები, მოერიდონ დიდ მანძილზე გადაადგილებასა და ფანჯრებთან მიახლოებას.
”ქალაქ ლოდში მცხოვრები თანამემამულეების საყურადღებოდ, ლოდში და მის შემოგარენში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.
ქალაქში შემოდიან საჯარისო დანაყოფები!
შეინარჩუნეთ სიმშვიდე, თავი შეიკავეთ შორ მანძილზე გადაადგილებისგან.
მოერიდეთ ფანჯრებთან მიახლოებას.
დაემორჩილეთ სამართალდამცავების მითითებას.
მშვიდობიან ღამეს ვუსურვებთ ისრაელს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
დაძაბულობის მატების შემთხვევაში შესაძლოა საგანგებო ძალები შევიდნენ სხვა შერეულ ქალაქებშიც.”- ნათქვამია განცხადებაში.