“ნაწილობრივი მობილიზაცია რეზერვისტებს, სამხედრო განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს ეხებათ. არ გამოვიძახებთ სტუდენტებს და იმ ადამიანებს ვისაც სამხედრო განათლება არ აქვთ. მსგავსი გამოცდილების მქონე 25 მილიონი მოქალაქე გვყავს. ჩვენ მხოლოდ 1 პროცენტს მოვაბილიზებთ, ანუ მხოლოდ 300 ათასს რეზერვისტს. ფრონტისა და აქტიური მოქმედებების ხაზი 1000 კილომეტრს აჭარბებს, აქედან გამომდინარე ამ ხაზს გამაგრება და გაკონტროლება სჭირდება. ნაწილობრივი მობილიზაციაც ზუსტად ამ მიზანს ემსახურება. როდესაც ეს ადამიანები შეიკრიბებიან, გადამზადებას და სპეციალურ კურსებს გაივლიან და ფრონტის ხაზზე მხოლოდ ამის შემდეგ გავაგზავნით. ოპერაცია გრძელდება და მის შესასრულებლად ყველაფერს გავაკეთებთ”
აცხადებს, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. მისი თქმით, მობილიზაცია შეეხება მათმ ვისაც მსახურობდა, აქვს საბრძოლო გამოცდილება, სამხედრო სპეციალობა.