მთავარი არხის ინფორმაციით, ქართული ოცნების ერთ-ერთ შტაბში ბიზნესმენი, დავით ზეიკიძე იმყოფებოდა. მისი თქმით, იგი საკუთარ ოფისში იმიტომ მივიდა, რომ “ფულები დაარიგოს”.
“მოვედი რომ ფულები დავარიგო, რომელიც მომცემს ხმას. ეს არის ჩემი ოფისი. მე არ ვმალავ, რომ ოცნებას ვუჭერ მხარს. მე ორი კაცის იმედი მაქვს საქართველოში. ეს არის ბიძინა ივანიშვილი და გახარია, რომელთაც შეუძლიათ ქვეყანა დააყენონ ფეხზე”, — განაცხადა მან.
ბიზნესმენი ამბობს, რომ მის საკუთრებაში არსებულ ფართში არ არის “ოცნების” ოფისი, რადგან ფულს არ უხდიან.