მახარებს ეს ამბავი – კინზინგერი უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

კონგრესმენი ადამ კინზინგერი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას მიესალმება და 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მოელის.

„[კონგრესმენს] ეს ამბავი ახარებს და მოელის, რომ იხილავს ამ შეთანხმების შესრულებას. ის უგზავნის მის მილოცვას ჩვენს საელჩოს [შეთანხმების] განსახორციელებაში მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის“ – აცხადებს კონგრესმენის ოფისი ,,ამერიკის ხმასთან”.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა 15 მაისს ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა. მანამდე ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორები მთავრობას მოუწოდებდნენ, შეესრულებინათ 8 მარტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და პოლიტპატიმრები გაეთავისუფლებინათ.