მოვთხოვე, დაამტკიცოს, რაც თქვა, მითხრა – მტყუანსო? – მამა ათინოგენე მეუფე სტეფანეზე

ჭყონდიდის ეპარქიაშi, ბალდის მონასტერში სასულიერო პირებსა და ეპარქიის ახალ მმართველს, მიტროპოლიტ სტეფანეს შორის ისევ დაპირისპირება მოხდა. წირვის შემდეგ სასულიერო პირებმა მეუფე სტეფანეს მეუფე პეტრესთან დაკავშირებულ ბრალდებაზე, რომ მას უკანონო შვილი ჰყავს, განმარტება მოთხოვეს.

ბალდის მამათა მონასტრის წინამძღვარის, მამა ათინოგენეს თქმით, პასუხის მოთხოვნის დროს მეუფე სტეფანემ მას უპასუხა –”მტყუანსო?”.

“ვაპირებდი დახვედრას და თქმას იმისას, რომ ჩვენ გულის ტკივილი გვქონდა მის ტყუილებთან, სიცრუებთან, რამეთუ საპატრიარქოს ტელევიზიის ინტერვიუში ის ამბობდა, რომ მეო არ ვიციოდიო, თუ ადამიანები აივნიდან გადაცვივდნენო. არადა მე ვიყავი პირადად მისული და ვუთხარი, მეუფე ხალხი გადაცვივდა აივნიდან, იხოცებიანთქო და არ მომაქცია ყურადღება. სამჯერ გამიმეორა დღეს, გამწარებული იყო ამ ჩემს ნათქვამზე – გასწორდა და გალობა დაიწყოთქო, ნამეტანი არ მოსწონებია.

მე მოვთხოვე მას, რომ დაამტკიცოს რაც თქვა, შემდეგ ასე მითხრა – მტყუანსო,” – განაცხადა მამა ათინოგონემ.