”გვაქვს მისი დაკავების ცნობები და მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით” – ასე ეხმაურება, სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებას და დაკავებას. აღნიშნულ განცხადებას, სახელმწიფო დეპარტამენტი “ამერიკის ხმასთან” აკეთებს.
“ჩვენ გვაქვს მისი დაკავების ცნობები და მოვლენების განვითარებას ახლოდან ვაკვირდებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს შესაბამისი პირობები, რათა ისარგებლოს ბატონმა სააკაშვილმა თანასწორობის პრინციპით, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”, – განუცხადა დეპარტამენტმა ”ამერიკის ხმას”.