მოვუწოდებ “ოცნებას”, არ გაუუქმონ მანდატები დეპუტატებს – იოსელიანი

პარტია მოქალაქეების ერთ–ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატები არ გაუუქმოს.

“ჩვენ ვთვლით, რომ პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება, თუ “ქართული ოცნება” დატოვებს სივრცეს მოლაპარაკებებისთვის და არ დაუჭერს მხარს მანდატების გაუქმებას, იმიტომ, რომ ჩვენ გვგონია, რომ საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი ეს არის მოლაპარაკებების გაგრძელება, ჩვენ დავამტკიცეთ ეს, გავაგრძელეთ მოლაპარაკებები, მივიყვანეთ ეს ბოლომდე და შეთანხმებას, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი მონაპოვარი, ეს არის სრულიად ოპოზიციის მონოპოვარი, მათთან ერთად შედგენილი დოკუმენტია და მგონია, რომ ამ მოლაპარაკებების გაგრძელება ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, რომ არ გაუუქმონ მანდატები დეპუტატებს”,– ამბობს იოსელიანი.

მისი თქმით, გარეთ არის დარჩენილი 54 დეპუტატი, რომელთაც აქვთ რესურსი გააგრძელონ მოლაპარაკებები და “მიაღწიონ დანარჩენს”, რასაც მან და ელისაშვილმა ვერ მიაღწიეს.

ცნობისთვის, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ