საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარის, დეკანოზ, ილია კარკაძის ანტისემიტურ განცხადებას ეხმაურება. ელჩი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები.
“ორშაბათს, 4 იანვარს, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია, რომელთა ნაწილიც ევროპაში, 1930 წლებში გავრცელებულ ყველაზე სისხლიან ბრალდებებსა და ანტი-ებრაული სიძულვილის პროპაგანდას მოგვაგონებს. მიმდინარე თვეში, 27 იანვარს, აღინიშნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე. როგორც ისრაელის სახელმწიფოს ელჩი და შვილი 91 წლის მამის, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ მკაფიოდ და ძლიერად გაისმას მისი ხმა და დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები”, – ნათქვამია განცხადებაში.
ელჩის განცხადებას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.